თეგებით ძიება

როგორი ვითარებაა მდინარე ტებენეს ხეობაში - რას ამბობენ სპეციალისტები?

სპეციალისტების განმარტებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა.

მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, რის შემდეგაც, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა