ზელენსკი პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება - რას აცხადებს დმიტრო კულება?
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება. ამის შესახებ კულებამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ლიდერი არაა პარტნიორი, რომელთანაც მოლაპარაკებები შეიძლება აწამოო, ვინაიდან მან არაერთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა.
კულებას განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებს.