თეგებით ძიება
10. 08. 2023 მსოფლიო

ავსტრიაში დააკავეს ქართველი, რომლიც პოლიციას ჭაობში ემალებოდა

ავსტრიის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელიც უნგრეთ-ავსტრიის საზღვარზე 20-მდე მიგრანტის გადაყვანას უკანონოდ ცდილობდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, როდესაც ავსტრიის პოლიციამ უნგრეთის მხრიდან საზღვარზე გადასული ავტომობილი გააჩერა, ქართველმა მძღოლმა მიგრანტები მიატოვა და გაიქცა.

ის რამდენიმე საათის განმავლობაში ეინზერის ტბის ჭაობში იმალებოდა. პოლიციის ვერტმფრენის ჩართვის შემდეგ ქართველი ჭაობში აღმოაჩინეს. ის დაკავებულია და ამჟამად პოლიციას ჩვენებას აძლევს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ქართველ მძღოლს მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ამ მხრიდან საზღვარი დაუცველია და ის სწორედ ამიტომ ცდილობდა ავსტრიაში შეღწევას აღნიშნული სასაზღვრო პუნქტის გავლით დღის საათებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა