რატომ შეიძლება იყოს საზიანო სველი თმის ვარცხნა? - სპეციალისტის რჩევა
ჩვენ ყველაზე ხშირად თმის დაზიანებას ვუკავშირებთ ბრტყელი უთოების ან ელექტრო საშრობების გამოყენებას,მაგრამ დაბანისთანავე ვარცხნამ შეიძლება თმის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
რატომ შეიძლება იყოს საზიანო სველი თმის ვარცხნა?
თმა ყველაზე დაუცველ და მგრძნობიარე მდგომარეობაშია, როცა ის სველია. ამგვარად ვარცხნამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ზედმეტად დაჭიმვა, დაზიანება და საბოლოოდ წყვეტა.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია თმის ტექსტურაზე.
ასე რომ, არ უნდა დაივარცხნოთ სველი კულულები - ამან შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს თმას. ხოლო მათთვის, ვისაც ხვეული ან ტექსტურირებული თმა აქვს, პირიქითაა- სველი კულულების დავარცხნა ხელს უწყობს თმის ფოლიკულების დაზიანების შემცირებას, და ინარჩუნებს ფუმფულა შესახედაობას.