„ტაქსში ვიპოვე ბრილიანტის ბეჭედი და კალიცო“ - რა განცხადება ვრცელდება სოციალურ ქსელში?
„ვინც აღწერს როგორი ბეჭდები იყო კიდევ ამ რგოლზე, ესეიგი მეპატრონე არის“ - სოციალური ქსელის მომხმარებელი განცხადებას ავრცელებს:
„ეძებს პატრონს
ეხლა ვიმგზავრე ტაქსით, სახლში რომ ავედი ჩემს ჩანთაზე ვნახე ჩამოკიდული ეს ნივთი, აქ მხოლოდ გასაღები არ არის, კიდევ არის მგონი ბრილიანტის ბეჭედი და კალცო,რომელიც იყო ასხმული,(სპეციალურად დავმალე)ვინც აღწერს როგორი ბეჭდები იყო კიდევ ამ რგოლზე, ესეიგი მეპატრონე არის.
პოლიციაში ჩავაბარებდი, მაგრამ მეპატრონემ შეიძლებ პოლიციაში არც განაცხადოს, ამიტომ ვდებ სურათს.
როგორ მეცოდება ნეტა იცოდეთ? იქნებ ლომბარდში უნდოდა ჩაბარება? ან გასაყიდად მიქონდა? ეგ რომ არა გასაღების საკინძზე რისთვის ააცმევდა? გული მეწვის ცოდვით
მეგობრებო გადააზიარეთ გთხოვთ
თუ არავინ გამოჩნდა მაშინ ეკლესიაში მივიტან ალბად, რას მირჩევთ?“ - წერს სოციალური ქსელს მომხმარებელი.