"რა ახსნა აქვს იმას, რომ ვერტმფრენი არ გყავს" - რას წერს ელისო ჯანაშია?
ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ შოვში უკიდურესად მძიმე სიტუაციაა.
"რა ახსნა აქვს იმას, რომ ვერტმფრენი არ გყავს, რომელსაც ღამის ხედვა ან პროჟექტორები აქვს? ღამეს კარგავ.
- ეკიპირება არ გაქვს მაშველებისთვის, თავად ფიცრებისგან იმზადებენ ამოსაცმელს და ისე დადიან წელამდე ტალახში.
- განგაშის სიტემა, რომელიც 5 წლის წინ დაპირდი ხალხს, დღეს ჩანასახშიც არაა და ამაში 72 მლნ. არის გახარჯული.
- ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს აკეატებდე პირველივე წუთიდან, ვართ მომსწრე უკიდურესი მოუმზადებლობის, დაბნეულობის, უგეგმობის და მხოლოდ მაშველების გმირობაზე გადასული სამაშველო ოპერაცია.
- ვიღაც მორიგი ზებრის თავის მართლებას - ვინც გადარჩა, გადარჩა. დანარჩენს მაინც ვერაფერი გადაარჩენდა.
-ეკლესიის ბნელეთის მოციქულების მიერ, ხელისუფლების გათეთრების უნამუსო მცდელობა და ამოწყვეტილ ოჯახებზე გადაბრალება, თურმე ღმერთმა დასაჯა ისინი და უმწეო ბავშვები
-ე.წ. ერისმამის მოწოდებას: ბავშვები მზად უნდა იყვნენ თურმე ნებისმიერ დროს სასიკვდილოდ და ამაში ხელისუფლების უმოქმედობა, კორუფცია და უნამუსობა არაფერ შუაშია ვერ ლაგდება თავში უბრალოდ...", - წერს ჯანაშია.