თეგებით ძიება

"სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის" - თამარ გაბუნია

"თუ აქამ­დე ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ის, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის, სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 40 000 ლა­რამ­დე შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის იყო, ახლა ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე იქ­ნე­ბა პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლე", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსთან“ გა­ნა­ცხა­და. 

მისი თქმით, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლებ­ში შე­უძ­ლი­ათ, და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბი პრო­ცე­დუ­რა კი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

"ეს პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია მთავ­რო­ბის 36-ე დად­გე­ნი­ლე­ბით და 2013 წლი­დან მუ­შა­ობს. ზო­გა­დად, ამ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი იყ­ვნენ ისი­ნი, ვი­საც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სა­ვა­ლი 40 ათა­სამ­დე ჰქონ­და, ახლა კი ამ ცვლი­ლე­ბით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა მძი­მე შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არა­ნამ­კურ­ნა­ლებ­მა ონ­კო­ლო­გი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბამ და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ქი­მი­ო­თე­რა­პია და ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია [სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს] 25 ათა­სი ლა­რის ფარ­გლებ­ში და­ი­ფა­რე­ბა ყვე­ლას­თვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა