თეგებით ძიება

ეეჰ, როგორ მესმის მისი, საშინელებაა, წუხილი და ტრაგედია არსად აღარ მეტევა! - რა ამბობს რამაზ დავლაძე შოვში დაკარგული ბავშვების მამაზე?

სამი შვილიდან ბოლო იმედის, პატარა ქალიშვილის პოვნის იმედით გაბრუებული და შვილის თოჯინით მოსიარულე გიორგი დაუშვილის შემყურეს, ყველას რამაზ დავლაძე გაახსენდა, კაცი, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს (2021 წლის 8 ოქტომბერს) ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. ნანგრევებმა მისი ორი შვილი, მეუღლე და ძმა მოიყოლა... რამაზს ვაჟი დარჩა, რომელიც ტრაგედიის დატრიალების დროს, ბაღში იყო.

რამაზ დავლაძე: რა უნდა ვთქვა, განადგურდნენ ოჯახები. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი! მაგრამ ამდენი წუხილი და ტრაგედია არსად აღარ მეტევა! 

ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს! ამ ბიჭისგან განსხვავებით, ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს, ვისთვისაც მიღირს სიცოცხლე და არსებობა; დანარჩენი, ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა", - ამბობს ის.

წყარო: "პრაიმტაიმი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა