თეგებით ძიება

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი გამოყვანილია - რას აცხადებს ონის მერი?

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ონში, სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია.

„სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 21 მოქალაქეა დაღუპული, მათგან 19 არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გარკვეული ნაწილი გამოყვანილია, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაფართოვდა სამძებრო არეალი, მათ შორის სამძებრო სამუშაოებია მდინარე ჭანჭახის ხეობაში“, – განაცხადა ონის მერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა