თეგებით ძიება

პოლონეთიდან 19 ქართველი გამოაძევეს

პოლონეთის საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 5-8 აგვისტოს სასაზღვრო პოლიციამ საერთო ჯამში 19 ქართველი დააკავა, რომლებსაც პოლონეთში ყოფნის კანონიერი ვადები ამოწურული ჰქონდა. მათ ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. ინფორმაციას nadodrzanski.strazgraniczna.pl ავრცელებს.

ყველაზე დიდი ჯგუფი პოზნან-ლავიცის სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს. საბუთების შემოწმებისას გაირკვა, რომ ქართველთა ჯგუფს პოლონეთში უვიზოდ ყოფნის ვადები ამოწურული ჰქონდათ, ვინაიდან შემოწმებისას სხვა დარღვევები არ გამოვლინდა, აღნიშნული პირები ქვეყნიდან გააძევეს.

ასევე 4 ქართველი ვროცლავის აეროპორტში დააკავეს, მათაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადები ჰქონდათ ამოწურული. მესაზღვრეების მიერ ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ქართველებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დაკავებულ ქართველს, რომელიც გდინა-ბერლინის ავტობუსით გადაადგილდებოდა, პოლონეთის და შენგენის ზონაში ყოფნის ვადები 800 დღით ჰქონდა გადაცილებული. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა. პოლიციამ მოითხოვა, რომ აღნიშნული პირი დაუყოვნებლივ წავიდეს ქვეყანაში, სადაც თავშესაფარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც შენგენის ზონიდან გააძევებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა