2023 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე, რაც ოდესმე დაფიქსირებული - რა ინფორმაცია ვრცელდება?
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვეა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
2023 წლის ივლისი იყო 0,72°C-ით თბილი, ვიდრე 1991-2020 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებლები და 0,33°C-ით უფრო თბილი, ვიდრე წინა რეკორდი – 2019 წლის ივლისი.
გარდა ამისა, კოპერნიკის კლიმატის ცვლის სამსახური (C3S) კლიმატის ბოლო ბიულეტენში აქვეყნებს ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მაჩვენებლებს, რომელთა მიხედვითაც:
ვარაუდობენ, რომ თვე დაახლოებით 1,5 °C-ით უფრო თბილი იყო, ვიდრე 1850-1900 წლებში;
თბური ტალღები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მრავალ რეგიონში, მათ შორის სამხრეთ ევროპაში;
საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში და ანტარქტიდის დიდ ნაწილზე.