შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - რა ხდება შემთხვევის ადგილზე?
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.