„სუფთა სისხლის ნაციონალებო, ვაი -ჩვენს პატრონს“ - რას წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში?
გავრცელებული ინფორმაციით, ქართუმ ლაგუნა ვერეს, ყოფილი აბრეშუმის ქარხნისა და იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. უძრავ ქონებაზე წინასწარი უფლების რეგისტრაცია შპს ნეო სითი დეველოპმენტზეა გაცემული, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია.
მმხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„სუფთა სისხლის ნაციონალებო, ვაი -ჩვენს პატრონს, თლიფინა მარიკა ვერულაშვილმა, თუ კარგად მოიქცევით და ხიხოს არ გამიბრაზებთ, ვიფიქრებ, იქნებ ლაგუნაში წყალიც ჩაგისხათო
ჰააი, დედა მოუა“ - წერს მეგი გოცირიძე.