თეგებით ძიება

ახალი კვლევა - წვერიანი მამაკაცები სანდო და ერთგული პარტნიორები არიან

მეცნიერებამ დაამტკიცა,რომ წვერიანი მამაკაცები ხანგრძლივი ურთიერთობისთვის საუკეთესონი არიან. ასეთი დასკვნა  სამეცნიერო ჟურნალ „Journal of Evolutionary Biology“-ში ბარნაბი დიქსონის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს, სადაც არგუმენტირებულად დადგენილია, რომ წვერიანი მამაკაცები სხვებზე ერთგულები და სიმპათიურები არიან.

კვლევის თანახმად, წვერი მამაკაცის სექსობრივ სიმწიფეზე მიანიშნებს. ტესტოსტერონების რაოდენობა მამაკაცს მიმზიდველობას მატებს და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის შესაფერისად პარტნიორად აყალიბებს. 

8520 გამოკითხული ქალიდან თითქმის ყველამ უპირატესობა წვერიან მამაკაცებს მიანიჭა. მათი აზრით, წვერიანი მამაკაცი ქორწინებისა და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის უფრო საიმედოა, ვიდრე სუფთად წვერგაპარსული, თუმცა კვლევის შედეგების მიუხედავად, მხოლოდ ვიზუალის მიხედვით მამაკაცის შინაგან თვისებებზე მსჯელობას მაინც არ გირჩევთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა