ბათუმში მშენებარე სახლიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა
ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა. რეგიონული გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, კაცი კერძო, მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა.
პირველადი ინფორმაციით, კაცი კერძო, მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა. იგი აღნიშნულ მშენებლობაზე მუშაობდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.