თეგებით ძიება

შოვის ტრაგედიიდან 9 დღე გავიდა - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში?

შოვის ტრაგედიის დღიდან მეცხრე დღეს ძებნა-შველის სამუშაოები ამბროლაურის აეროპორტამდეა გაფართოებული. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში BM.GE-ს განუცხადეს, ძებნის პროცესი სექტორებად 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მაშველები და შესაბამისი სამსახურები 9 ადამიანს ეძებენ. 

უნდა აღინიშნოს, რომ 3 აგვისტოს შოვში სტიქიას ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი შეეწირა.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში სამხარეო რწმუნებულის პარმენ ლორიას განცხადებით, გუშინ გვიან ღამით მდ. ბუბისწყალზე უმნიშვნელო ქვათაცვენა დაფიქსირდა, რის გამოც სტიქიის ზონაში ყველა სახის სამუშაოები დილამდე შეჩერდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

„გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან განახლდა მძიმე ტექნიკის და ძებნის პროცესი. 

გუშინ გვიან ღამით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ქვათაცვენა დაფიქსირდა, რაც სპეციალისტების თქმით, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდეგ დამახასიათებელი მოვლენაა. გვიან ღამით ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები სტიქიის ზონაში დილამდე შეჩერდა. დილიდან კი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით და დრონებით ეს ხეობა დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვან ქვათაცვენას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა პარმენ ლორიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა