პატარძალმა ფოტოგრაფს თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა - რა მოხდა ქორწილში?
პატარძალმა ქორწილის ფოტოგრაფს დღესასწაულზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო გადაღებისთვის გადახდილი ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ამ უჩვეულო შემთხვევის შესახებ ფოტოგრაფმა Reddit-თან ისაუბრა.
ფოტოგრაფის თქმით, ქორწილის გადაღების შემდეგ მასალა დაამუშავა და სურათები ახალდაქორწინებულებს გაუგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთა სრულად შეასრულა, პატარძალი მაინც უკმაყოფილო დარჩა. აღმოჩნდა, რომ საქმრომ მას სწორედ ქორწილის დღეს ფოტოგრაფის ასისტენტთან უღალატა.
ფოტოგრაფმა დასძინა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა ფულის დაბრუნებას არ აპირებს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თანაშემწე მისი მუდმივი თანამშრომელი არ იყო და ის სწორედ პატარძლის მხარის მიერ იყო მოწვეული.