„ხელისუფლების ლოგიკა მესმის: ცხვარი ბოლომდე უნდა პარსო... ხმას მაინც არ იღებს და შენი რა მიდის“ - დემურ გიორხელიძე
ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„ხელისუფლების უტიფრობა და თავხედობა უკვე ყოველგვარ საზღვარს სცილდება!
გაუგონარი ცინიზმით, უპასუხისმგებლობით, ტოტალურ კორუფციაში ჩაფლულნი, ყველაფერში ფულს აკეთებენ, ყველაფერი საკუთარი ნებასურვილის ქვეშ მოაქციეს!
(ა) კონკურენციას და თავისუფალ მეწარმეობას ზღუდავენ,
(ბ)უდიდესი ჯარიმები ძარცვის შეუნიღბავი საშუალება გახადეს, - უტიფრად ყველაფერში ჯარიმები დააწესეს, ქუჩაში მანქანაც ვერ გაგიჩერებია, ამასაც ფული დაადეს, გადახდილი გაქვს თუ არა პარკირების ფული - მნიშვნელობა არა აქვს!
(გ) ყველანაირ საქმიანობაზე ნებართვები და გადასახადებია!
ახლა ეს იდიოტიზმი მოიგონეს, - ფულის საკეთებლად, - საზღვარგარეთ სამუშაოდ წასასვლელად უკიდურეს მდგომარეობაში ჩაყენებულ ქართველს ვიღაც დამპალ სერტიფიცირებულ კომპანიასთან ექნება საქმე და კომპანიის უმაქნისი და ხელისუფლების მიერ დანიშნული შნირები სამუშაოდ წასასვლელად დამატებით ფულს ამოაძრობენ წასვლის მსურველებს.
ხელისუფლების ლოგიკა მესმის: ც ხ ვ ა რ ი ბოლომდე უნდა პარსო და მ... ნავი დღედაღამ ბოლომდე გაუკუღმართებული სექსუალური ხერხებით უნდა ტ... ნა! ხმას მაინც არ იღებს და შენი რა მიდის: პარსე, ტ...ნი და აკეთე ფული!
გულისარევამდე უსაზიზღრესი გარემო შექმნეს! ფულის გარდა არაფერი აინტერესებთ, - კულტურული და ეთიკური საზღვრები უკულტურო და არაეთიკურ გარემოში აღზრდილ ხალხს საიდან ექნება!
მოკლედ, მოხერხებული პოზები დაიკავეთ განსაკუთრებით მორჩილებმა, - პატრონებს დამატებითი მოძრაობა არ დასჭირდეთ თქვენს გასაპარსად და გასაუპატიურებლად!“ - წერს გიორხელიძე.