ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. როგორც ცნობილია, წაღებულია საავტომობილო გზა.
ადგილობრივები შველას ითხოვენ. სოფელი გარე სამყაროს წყდება.
“შიში გვაქვს, საიდან სად მოწყდა ის გზა, თითისტოლა ბავშვები დარბიან, ახლოსაა მოსახლეობა, სახლები. ყველამ შეიტყო, ყველამ გულთან მიიტანა, ტყუილად ვერ ვიტყვი ცოტას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყარო: „მეტრონომი“