დიდგორის ველზე სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს
„დიდგორობა 2023“, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო არ აღინიშნება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს და პატივი მიაგეს ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და რაჭაში ტრაგედიის დროს დაღუპულ ადამიანებს.
„მეუფე ანანია ჯაფარიძემ პანაშვიდი გადაიხადა გმირების სულის სახსენებლად, ვინც ამ დღეს თავი შესწირა საქართველოს ერთიანობას და ასევე მეუფემ პანაშვიდი გადაიხადა შოვში გარდაცვლილი ადამიანების სულის სახსენებლად“, - განაცხადა ქვემო-ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძემ.
დღეს დიდგორობა აღინიშნება. 1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
ღონისძიებები, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტრადიციულად, ყოველ წელს ტარდება, წელს, კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო არ გაიმართა.