რუსთავის ქიმიურ საწარმოში მუშა მარგანეცის ქვეშ მოყვა და დაიღუპა
რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს "ემენ ქემიკალ ჯორჯიაში" მუშა დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა.
მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.