შოვში სტიქიის დროს ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა
შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ბაკურაძის ცხედარს ქუთაიოსის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ გლოლაში დღეს გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა.
ფეისბუქის გვერდი „რაჭა“ წერს:
„სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი.
გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე
P.S ჩვენი ლუსის დედა...
შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
გლოლას მკვიდრი, 23 წლის მარტოხელა დედა, სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფოს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ლუსი ( 4 წლამდე), რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა. სოფო ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია და უკვე რამდენიმე დღეა მოუთმენლად ელოდება მას ლუსი. ,,ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს..."“- ვკითხულობთ ფეისბუქის გვერდზე.