თეგებით ძიება

81 წლის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში უადგილობის გამო გაათავისუფლეს

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, 81 წლის ჯეიკობ ზუმა პენიტენციურ დაწესებულებებში "ადგილების ნაკლებობის" გამო ციხეში სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლეს. მანამდე ზუმა სამედიცინო მიზეზებით პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.

სასჯელაღსრულების სამსახურის ეროვნული კომისრის  თქმით, ზუმა თვითონ მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე და "სისტემაში მიიღეს", რის შემდეგაც ერთ საათში გაათავისუფლეს.

BBC სამხრეთ აფრიკის პენიტენციური დაწესებულებების დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა ამჟამად 47%-ით აღემატება ოფიციალურ ტევადობას.  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ციხიდან 9 ათასი პატიმარი გათავისუფლდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა