თეგებით ძიება

ქვრივმა ქალმა გარდაცვლილი ქმრისგან შვილი მისი დაკრძალვიდან სამი წლის შემდეგ გააჩინა

ავსტრალიაში 37 წლის ქვრივმა, შან გუდსელმა ქმრის დაკრძალვიდან სამი წლის შემდეგ ქალიშვილი გააჩინა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც მამაკაცმა გაიგო, რომ სწორი ნაწლავის კიბო ჰქონდა. ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე მამაკაცმა თავის დაზღევა და მეუღლესთან შეთანხმებით ბიოლოგიური მასალის გაყინვა გადაწყვიტა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ შვილი ყოლოდა.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, დაავადება სწრაფად პროგრესირებდა. საბოლოოდ, ავსტრალილი შეეგუა აზრს, რომ კიბოს დამარცხება ვერ შეძლო და შემდგომ მკურნალობაზე უარი თქვა. მამაკაცი 2019 წლის 3 მაისს გარდაიცვალა, სამი წლის შემდეგ კი სამყაროს მისი ქალიშვილი მოევლინა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა