თეგებით ძიება

ამერიკელებს პრინცი უილიამი ჯო ბაიდენზე და დონალდ ტრამპზე მეტად მოსწონთ - სოციოლოგიური გამოკითხვა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები აშშ-ში ყველაზე პოპულარული საზოგადო მოღვაწეების სიის სათავეში არიან - ამის შესახებ Gallup Institute-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერია. 

ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობის სიმპათიები ბრიტანეთის მონარქის უფროსი ვაჟს - პრინც უილიამისკენ იხრება, გამოკითხულთა 57 პროცენტს მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. გამოკითხულთა 22 პროცენტს უილიამი არ მოსწონს, 18 პროცენტს მის შესახებ არასოდეს სმენია.

მეფე ჩარლზ III პოპულარობით შვილს ჩამოუვარდება - ის გამოკითხულთა 47  მოსწონს,  37 პროცენტი კი მისი წინააღმდეგია. გამოკითხულთა უმეტესობა უილიამს და ჩარლს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და არჩევნებზე მის კონკურენტ დონალდ ტრამპს ამჯობინებს. ბაიდენი და ტრამპი გამოკითხულთა 41 პროცენტს მოსწონს, 57 და 55 პროცენტი კი მათი წინააღმდეგია.

Gallup ამ შედეგს ამერიკელების პოლიტიკურ პოლარიზაციას უკავშირებს. უილიამი თითქმის თანაბრად პოპულარულია როგორც რესპუბლიკელებში, ასევე დემოკრატებში, ხოლო ბაიდენს და ტრამპს მხოლოდ მათი პარტიის წევრები უჭერენ მხარს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა