თეგებით ძიება

ტანდაბალი პაციენტები უფრო რთულად ექვემდებარებიან მკურნალობას, ვიდრე ტანმაღლები - კანადელი ექიმების აღმოჩენა

სანიბრუკის (კანადა) მთავარი საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმებმა საზოგადოებას მოულოდნელი დასკვნა გააცნეს: ტანდაბალი პაციენტები უფრო რთულად ექვემდებარებიან მკურნალობას, ვიდრე ტანმაღლები, ამიტომ პაციენტები, რომელთა სიმაღლე 174 სმ-ს აღემატება, უფრო სწრაფად გადაჰყავთ ჩვეულებრივ პალატებში, ვიდრე დანარჩენები. 

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში როგორც წესი, არ ხდება პაციენტის ზომების გათვალისწინება. აპარატურა და მოწყობილობები გათვლილია პაციენტის სტანდარტულ ზომაზე (მამაკაცის შემთხვევაში 174 სმ. 70 კგ), რაც პირდაპირ აისახება პაციენტის განკურნებაზე. ბრიტანულ კლინიკებში 2009 წლის აპრილიდან 2015 წლის მარტამდე ჩატარებული კვლევის დროს 210 რეანიმაციური განყოფილების 233 000 მამაკაცი და 184 000 ქალი პაციენტის მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რაც უფრო მაღალია პაციენტი, მით უფრო ნაკლებია მისი გარდაცვალების რისკი. მაგალითად, 2 მეტრის სიმაღლის პაციენტი მამაკაცების რეანიმაციაში გარდაცვალების მაჩვენებელი 21% შეადგენს, როცა ტანდაბალთა შემთხვევაში მაჩვენებელი 29% გახლავთ. ქალი პაციენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება - 17-24%.

სპეციალისტების თქმით, პრობლემა სტანდარტული ზომის  სარეანიმაციო მოწყობილობებში მდგომარეობს, რომლის გამო ტანდაბალ პაციენტებს შეიძლება შემთხვევით წამლის ზედმეტი დოზა მიაწოდონ, რადგან შეიძლება ინტუბაციის მილი მათ ზომებთან შეუსაბამო იყოს, არც ისაა გამორიცხული, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატმა ტანდაბალი პაციენტის ფილტვები დააზიანოს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა