თეგებით ძიება

„ეკიპაჟის წევრების ვინაობა არ ვიცით.. გვინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადოთ!“ - რა მოხდა აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე?

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ მახარაძე გულისხმიერი პოლიცელების შესახებ წერს, რომლებიც დაგვიანებულ მგზავრს აეროპორტში დროულად მისვლაში დაეხმარნენ.

მოგესალმებით, მინდა გაგიზიაროთ პატარა ისტორია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ შეგვემთხვა.

ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით არის საშინელი საცობი, მოძრაობა ფიზიკურად შეუძლებელია.

ფრენამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი, აეროპორტში მისვლას კი ვერ ვახერხებდით

დავრეკეთ 112-ში და დახმარება ვთხოვეთ, რის შემდეგაც, ძალიან ოპერატიულად მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი და ე.წ საჯავახოს ტერიტორიიდან აეროპორტამდე მანქანით წინ მიგვაცილებდა. არ მჯერა, რომ ის საცობი გამოვიარეთ და ფრენას მოვუსწარით… სადაცაა ჩასხდომა დაიწყება…

სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრების ვინაობა არ ვიცით და კიდევ ერთხელ გვინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადოთ!🤍 #პოლიციელიგმირია” - წერს სოც.ქსელში მარიამ მახარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა