თეგებით ძიება

საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა... ასე დაისვენოს ჩვენმა მტერმა - ვახტანგ გომელაური

საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი. სამწუხაროდ, თითოული ნაბიჯი, სადმე რომ მივდივარ, ყველა იცის და ეს რატომღაც ვერ გაიგეს. თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. მგონი, ეს ძალიან მძიმეა და ცუდი. არ შეიძლება ასეთი რაღაც. იგივე კახა კალაძეზე გააკეთეს, ოჯახზე, ეს არის სიბინძურე, ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე, როგორც ჩემზე ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა“,- აღნიშნა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა