საფრანგეთში შევიძინეთ 3 ვერტმფრენი, წესით, პირველი 2024 წლის მარტში ჩამოვა - ვახტანგ გომელაური
17:57 / 13-08-2023
"3 ახალი ვერტმფრენია შეძენილი საფრანგეთში, წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი - ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?!" - ვახტანგ გომელაური
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფოს სამი ახალი ვერტმფრენი ჰყავს შეძენილი და პირველი ვერტმფრენი 2024 წლის მარტში ჩამოვა.
როგორც მან, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან განმარტა, ვერტმფრენების შეძენაზე მუშაობა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.
"ვერტმფრენები შეძენილია უკვე, 3 ახალი ვერტმფრენია შეძენილი, საფრანგეთში შევიძინეთ და წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი და იმ წელს დამთავრდება 3 ვერტმფრენის ჩამოყვანა.
ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს და სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.
რაც შეეხება - "მერე აღარ მოხდება?!“ - მაგაზე ვერავინ ვერ გაზღვევს, ამასაც (არსებულ ვერტმფრენებს) შეუძლია იგივე, რაც იმას შეუძლია, უბრალოდ ისინი ახლებია. ისინი ევროპულია და უფრო დახვეწილია, ესენი კი საბჭოთა კავშირის დროინდელი ვერტმფრენებია. ორი გვყავს ახალი, პატარა, რომელშიც ბევრი ხალხი ვერ ეტევა განაცხადა გომელაურმა,