თეგებით ძიება

თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული - ხაზარაძე გომელაურს

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე შსს მინისტრის  დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გომელაურის სიტყვები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს:

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შს მინისტრის მსგავსი განცხადება. ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის, როგორც ასეთის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება.

ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. 

ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი! ამ საქმეს რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან. " ამბობს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, შს მინისტრი შოვის ტრაგედიის შემდეგ ჟურნალისტებთან დღეს პირველად გამოჩნდა. ის სტიქიის ზონაში ჩავიდა და პირველი განცხადებები გააკეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამის ფრენის საშუალებები არსებობს, თუმცა მთა-გორიან რელიეფზე, ღამის საათებში მათი მუშაობა სახიფათოა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა