თეგებით ძიება

მწერალთა სახლი სოფლის კლუბად უნდა გადააქციოო?! რას ნიშნავს ეს? სოფლის კლუბებში უნიჭიერესი ბავშვები იზრდებოდნენ - ქეთი დუმბაძე

მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთი დუმბაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომელთათვისაც მისი კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა, ზოგიერთთან მას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს.

„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? - სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!“, - განაცხადა დუმბაძემ.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოსცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა