თეგებით ძიება

თბილისის ამ ქუჩებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 14 აგვისტოს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახელბის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის(ნაწილობრივ), კალოუბნის, შუამთის და ელდარის ქუჩების მოსახლეობას.

 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ნადირა ხოშარაულის, რაფიელ აგლაძის, სტანისლავსკის და დავით ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს, ახუნდოვის, მირზა შაფი ლაზახის, ფირდოუსის, ბააზოვის, გორგასალის, ხარფუხის, შუშინის, იაკობ ცურტაველის, იოსებ გრიშაშვილის, ხონელის და ტაბახმელის ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, რაფიელ ერისთავის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა