თეგებით ძიება

მე-12 დღე შოვის ტრაგედიიდან - რა ხდება სტიქიური უბედურების ზონაში?

24 გარდაცვლილი, 21 იდენტიფიცირებული, 9 დაკარგული - ასეთია სტიქიიდან მეთორმეტე დღეს, 14 აგვისტოს ოფიციალური მონაცემები.

რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, საველე ოპერაციების შტაბში დღეს სამუშაო თათბირი გაიმართება. გარდა ამისა, მინისტრი სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დღესაც პირადად გაეცნობა.

სტიქიის ეპიცენტრში უკვე გადამოწმებულია მიწის მასის 60%. სამძებრო ოპერაციის არეალი გაფართოებულია და ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდე აღწევს. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში. სტიქიის ზონაში მაშველები, ჯარი, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა