თეგებით ძიება

ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო - ირაკლი კობახიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად. იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის, ადამიანების კონკრეტულ ლოკაციებზე და ასევე ცხედრების იდენტიფიცირების, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული და ამას განმარტავდა შს მინისტრი. უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც უბრალოდ, ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს და ადგილზე გაეცნო ვითარებას, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ერთი მარტივი მიზეზის გამო - იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა მყისიერად წამოვიდა, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვინც მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანების, ვინც იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო ღვარცოფული მასის კიდე, რომელიც წარმოიქმნა. შესაძლებელია იქ სიმაღლე ზოგან 20სმ, ზოგან ნახევარი მეტრი იყო, მაგრამ როდესაც საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ღვარცოფულ მასაში მოყვნენ, მათი გადარჩენა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო. ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა