თეგებით ძიება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ურთულეს ვითარებაში თავიდან ავირიდოთ ომი ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმატებით ვახერხებდით გასული წელიწადნახევრის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე განვითარდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მშვიდობის გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მან გამოთქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით პროცესები დადებითად განვითარდება. „ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ოცნება და იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება საბოლოოდ ახდება“, - დასძინა კობახიძემ.

მისივე თქმით, მათი პოლიტიკის შედეგია ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა. წინა ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ომის თავიდან არიდება და საქართველოს 4 სხვადასხვა ომი ჰქონდა, სამოქალაქო იმის ჩათვლით, რამაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულობით უკან დახია. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილებაა. ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნებისმიერი ნაბიჯი, განცხადება ემსახურება ამ მიზანს“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა