თბილისის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
GWP-ს განცხადებით, ხვალ, 15 აგვისტოს, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ, კომპანია წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, 17 აგვისტოს 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, სოხუმის, ზუგდიდის მაიაკოვსკის და იამანიძის ქუჩებს, თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N 7-ს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.