თეგებით ძიება

„ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი!..“ - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს

შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

„ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze“, - წერს ჯელაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

[...] ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ჰო, არ ვიცი... მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი.“

ცნობისთვის, სტიქიის შემდეგ, ერთ-ერთი გადარჩენილი დავით ჯელაძე მედიასთან ჰყვებოდა, როგორ გადაურჩა სტიქიას - მას დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში დაახლოებით 400 მეტრის გასავლელად და მეწყერს გადარჩენილ უახლოეს სასტუმრომდე მისასვლელად ორ საათზე მეტი დასჭირდა. ამასთან, დავით ჯელაძემ 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში სტიქიაში მოყოლილი ანასტასიას ფოტო გამოაქვეყნა: "ეს ანასტასიაა ჩემი უშიშარი და მებრძოლი. ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა