თეგებით ძიება

„შოვში ნაზიარები კობახიძე, არც მეტი არც ნაკლები, მსხვერპლზე შეტევას აანონსებს! ვინც გადარჩა, გადასამოწმებელიაო!“ - ირინა სარიშვილი

ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და წერს.

„შოვში ნაზიარები ირაკლი კობახიძე, არც მეტი არც ნაკლები, მსხვერპლზე შეტევას აანონსებს! ვინც გადარჩა საეჭვოდ მოეჩვენა და  გადასამოწმებელიაო! 

რატომ იცით?! გუშინდელის მერე და გუშინდლამდეც რომ ყველას ვინც იმსახურებს ის შოვის ტალახი არ შევაზილეთ სახეში! ყველას! ჩინოვნიკიანანაფორიანად!

ჩვენ აქ ვაკაკუნოთ და მოვთქვათ!

ვაიჩვენსპატრონს!“ - წერს სარიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.

[...] ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ჰო, არ ვიცი... მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა