ქეთა თოფურიამ თბილისში მაღაზია გახსნა
ჯგუფ “ა სტუდიოს“ სოლისტმა, ქეთა თოფურიამ რამდენიმე წლის წინ ტანსაცმლის საკუთარი ხაზი KETIone შექმნა. 2015 წელს კოლექცია პირველად მოსკოვში გამართულ მოდის კვირეულზე წარადგინა. ახლა კი, როგორც მისი Instagram აქტივობით ირკვევა, მისი მაღაზია უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს.