“ძალიან შეურაცხყოფილი ვარ! დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო“ - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე (ვიდეო)
შოვში, სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“ძალიან შეურაცხყოფილი ვარ! დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო; ერთი 6 ადამიანი დავინახე, ჩემ თვალწინ როგორ დაიღუპა“ - განაცხადა ჯელაძემ „ფორმულასთან“.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.
[...] ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ მე ცოტა მეეჭვება... ჰო, არ ვიცი... მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი.“