"ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ ღმერთს უნდა..." - მამა ბენიამინი შოვის ტრაგედიაზე
მარტყოფის მამათა მონასტრის მოძღვარი მამა ბენიამინი ქადაგებისას შოვში 3 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცახდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებით კი არა, ადამიანების დაუდევრობით მოხდა.
"ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ ცოდვების გამო მოხდაო. ის, რაც რაჭაში მოხდა, ცოდვების გამო კი არ მოხდა, იმის გამო მოხდა, რომ კომუნისტების დროს რაღაცას რომ აშენებდნენ, ყველაფერს ითვალისწინებდნენ. იყო გეოლოგიური გათხრები, იქ აეშენებინათ თუ არა რამე.
ახლა კი ყველაფერი მიშვებულია, იმიტომ ხდება ზოგჯერ... ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ ღმერთს უნდა..."