თეგებით ძიება

„დააკავეთ, დაიჭირეთ გადარჩენილები!... რა უფლებით გადარჩნენ?“ - რას წერს გოჩა მირცხულავა?

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და სოციალურ ქსელში სარკაზმულ პოსტს აქვეყნებს.

„თუ არ დააკავოთ გადარჩენილები, თქვენ იყოთ მხდალების ჯოგი. დააკავეთ დაიჭირეთ, ჩაუტარეთ ექსპერტიზა, გამოაცხადეთ შეურაცხადებად, სხვებიც ისწავლიან ჭკუას.

ჰო, რატომ გადმოვიდა ერთი ნაპირიდან მეორეზე, გდებულიყო იქ – შეეშინდა, გადმოვიდა და მოინდომა გმირობა, თან “ოცნების” წევრიც არ არის.

სამი საათი რა ამბავია, უნდა მომკვდარიყო იმ წამსვე, სხვები ხომ მოკვდნენ, ისინი ვინც ვერ გაქაჩა სამი საათი, ან ორი, ან ერთი. სამი საათი არა, მანდ წამებში კვდებიან. ისე, წამებშიც ჭაღარავდებიან ადამიანები კონკრეტულ ვითარებებში, მაგრამ ეგენიც მშიშარები არიან. მერე რა – დროც შეიძლება გაჩერდეს, წუთი გახდეს საუკუნე, მაგრამ სამი საათი არანაირად – ეს ტყუილია!

და საერთოდ, ვინც გადარჩა ისინი რა უფლებით გადარჩნენ?

მომწონს ეს უტიფრობა, გულწრფელად მომწონს, მინიმუმ იმას ვხვდები, რომ ნახირის გვერდით ვცხოვრობ…” - წერს მირცხულავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა