თეგებით ძიება
14. 08. 2023 მსოფლიო

„გადავწყვიტე, რომ რუსეთში აღარასდროს ვიმღერებ“ - ლაიმა ვაიკულე

"დღეს მინდა ვთქვა, რომ არასოდეს. ყველაფერი ძალიან უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს ყველაფერი ის, რაც 90-იანებში მოხდა, გადაწყობის, უკეთესი ცხოვრების, სიმართლის რწმენა, მაგრამ მეეჭვება, მაგ დრომდე ვიცოცხლო. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, რომ - არასოდეს", - ასე პასუხობს მომღერალი ლაიმა ვაიკულე ჯურნალისტის შეკითხვას, თუ რა გარემოებების შემთხვევაში იმღერებს ის რუსეთში.

- ერთმა ადამიანმა, როდესაც ვეუბნებოდი, რომ მე საბჭოთა კავშირის შვილი ვარ და პოლიტიკის არაფერი გამეგება, მითხრა, "იცი საიდან მოდის სიტყვა იდიოტი, ის მოდის საბერძნეთიდან, ასე ეძახდნენ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკის არაფერი გაეგებოდათ". დიახ, მე სრული იდიოტი ვიყავი.

 

- რიგითი ადამიანები დაიღალნენ ომის შესახებ ინფორმაციით...

- ჩემო ძვირფასები, დაღლა მოგვიწევს, რადგან ომი მიმდინარეობს და ის ჯერ არ დასრულებულა. უკრაინაში ადამიანები ჯერ კიდევ ითმენენ და არტისტები გამოდიან იმის სათქმელად, რომ ისინი არსებობენ, ისინი აქ არიან და დანარჩენებმა, ვინც თბილ საწოლებში არიან, როგორმე უნდა მოითმინონ და უკვე აქეთ-იქით ყურება დაიწყონ და გაერკვნენ, რა ხდება. 

ომამდე უკრაინაში ტურები მქონდა და რაღაც დრო იქ გავატარე. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ხარკოვში იყო, მითხრა, რომ სახლები ნახევრად განადგურებულია, ცენტრში ხვრელია, სხვა რაიონები უბრალოდ არ არსებობს, მხოლოდ სახლების ნარჩენებია, და უცებ, ერთ-ერთი ასეთი ნარჩენებიდან გამოვიდა ქალი, მოჩვენებასავით იყო, შევეკითხეთ, აქ რას აკეთებდაო და მან გვითხრა, რომ ის ორ ბავშვთან ერთად იყო და წასასვლელი არსად ჰქონდა. აი, როგორ გადაარჩინეს რუსებმა რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქალაქი ხარკოვი. 

ყვირილი გინდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს, ვინც რუსეთში ცხოვრობენ, ყურები ცვილით აქვთ დაცობილი, მათ არ ესმით. დავიწყე შემჩნევა, რომ ადამიანებს, ვინც რუსეთიდან ჩამოდის, ეშინიათ. ჩვენ თავისუფლები ვართ, ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. ვხედავ, რომ მათ ეს არ შეუძლიათ, მათ ეშინიათ. მახსოვს საბჭოთა კავშირი და რუსები სწორედ მაქეთკენ მიდიან, რაც ძალიან სამწუხაროა. 

კულტურა არაა რუსეთში, კულტურა არის იქ, სადაც არის ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი. ასე რომ, ახლა კულტურა გადაადგილდა. სადაც არიან რეჟისორები, მსახიობები, იქ არის რუსული კულტურა. 

 

- რა გარემოებებში იმღერებს ლაიმა ვაიკულე რუსეთში?

- დღეს მინდა ვთქვა, რომ არასოდეს. ყველაფერი ძალიან უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს ყველაფერი ის, რაც 90-იანებში მოხდა, გადაწყობის, უკეთესი ცხოვრების, სიმართლის რწმენა, მაგრამ მეეჭვება, მაგ დრომდე ვიცოცხლო. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, რომ - არასოდეს.

წყარო: „აიპრესი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა