შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ასევე, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი.
ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი.
სპეციალისტების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 84% გადამოწმებულია. დარჩა 26 %, რასაც 2 დღე დასჭირდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.