უკრაინული მედიის ცნობით, რუსულ არმიაში მომსახურე „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის შეტაკებაში 20 სამხედრო დაიღუპა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 40 დაიჭრა ზაპოროჟიეს ოლქში, რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის მომხდარი შეტაკების დროს.
არსებული ინფორმაციით დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვადასხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
„ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.