კორუმპირებული... რატომ აძლევთ უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? - ადამ კინზინგერი
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სამაგალითო ლიდერად და ბრძენ ადამიანად მოიხსენიებს.
კინზინგერი ღარიბაშვილის ამ ინტერვიუს აქვეყნებს, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ღარიბაშვილს კორუმპირებულს უწოდებს:
"ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერმინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? კორუმპირებული", - წერს ყოფილი კონგრესმენი.