„თუ გულში არ ჩაიკრავთ და თან არ გადაყვებით, ადამიანებს ნუ ანანებთ მაინც, რომ გადარჩნენ. სირცხვილია“ - აკა სინჯიკაშვილი
სცენარიტი, საქველმოქმედო პროექტების ინიციატორი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებს ეხმიანება და წერს:
„ამაზე სამარცხვინო დღე, სულ რამდენიმე მახსენდება. მთავრობა ხალხისგან იცავს თავს, ხალხი მთავრობისგან.
თუ გულში არ ჩაიკრავთ და თან არ გადაყვებით, ადამიანებს ნუ ანანებთ მაინც, რომ გადარჩნენ. სირცხვილია.
ჩვენში სირცხვილს კაი ჰა მიჩვეული ვართ. აფრიკის ქვეყნებთანაც კი სირცხვილია, მარსიანელებზე რომ არაფერი ვთქვათ.
მეც გავქრები და თქვენც. სირცხვილი რჩება იმხელა, რომ ორი თაობა უნდა ამის მორეცხვას.
მოხალისეების მხარდაჭერა ონელებს და სტიქიით დაზარალებულებს. გვიმსახურეთ, როგორც დაგჭირდეთ. და ბოდიში“ - წერს აკა სინჯიკაშვილი