მაშველებმა ნანგრევებში ცხედრები იპოვეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?
დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - ნანგრევების გაწმენდისას მაშველებმა კიდევ 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაშავდა დაახლოებით 105 ადამიანი.
აფეთქება ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე ავტომომსახურების შენობაში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაიწვა 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი.
15 აგვისტო რესპუბლიკაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.