“სტიქიას გადარჩენილი ადამიანების აბუჩად აგდება ნაციონალებსაც არ უკადრიათ” - ალეკო ელისაშვილი
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
„სტიქიას გადარჩენილი ადამიანების თავგანწირვის, განცდილი სტრესის და შეუპოვრობის აბუჩად აგდება ნაციონალებსაც არ უკადრიათ. რა ჯანდაბას უკეთებს ხალხს ეს ძალაუფლება და სკამზე ჩაბღაუჭება ამაზრზენი საყურებელია. იმის მაგივრად ბოდიშები უხადონ გადარჩენილებს საკუთარი უმოქმედობის გამო დგანან და ხალხს გადარჩენას აყვედრიან, საკუთარი თავგანწირვით გადარჩენას. ოცნება უნდა გავუშვათ აუცილებლად, სრულ მარაზმში არიან უკვე და ისინი არ უნდა დავაბრუნოთ, ნაციონალები“, - დაწერა ელისაშვილმა სოციალურ ქსელში.