შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - (ვიდეო)
სოფელ გლოლაში, დღეს სტიქიის დროს დაღუპულები: სოფო ბაკურაძე და გენადი სულთანიშვილი დაკრძალეს.
გენადი სულთანიშვილის და სოფო ბაკურაძის სამოქალაქო პანაშვიდი სოფლის სკოლის ეზოში გაიმართა.
დღეს შოვში მომხდარი სტიქიიდან მეცამეტე დღეა. მაშველები და სამხედროები 8 დაკარგულს ისევ ეძებენ.
25 დაღუპულიდან ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 20, 5-ის დეენემის პასუხებს ელოდებიან.